|
2016-06-06 18:51:49, 1098 ნახვა
სამართალი
ნოდარ ხადური: უნდა დადგინდეს როგორ აღმოჩნდა კორცხელში ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, რამდენადაც იცის, მართლაც არსებობს კორცხელში გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ უცნობი პირები ხელკეტებით სპორტსმენებს. „მე რამდენადაც ვიცი, ასეთი კადრები მართლაც არსებობს და სწორედ ამიტომ, სასამართლოშია საქმე და ვფიქრობ, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში”, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ უცნობი პირები ხელკეტებით სპორტსმენებს. "ამ ჩანაწერს ჩვენ წარვადგენთ როგორც მტკიცებულებას, ასევე გავაცნობთ ბრალდების მხარეს და საზოგადოებას. ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით ქართული ოცნების აქტივისტებს, კერძოდ სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ სპორტსმენებს გირაოს სახით 7 და 10 ათასი ლარი აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს გაიმართება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)