|
2016-06-06 18:12:39, 938 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მოშიმშილე უვადო პატიმრების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია
სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-8 და მე-6 დაწესებულებებში 36 უვადო მსჯავრდებული შიმშილობს. თუმცა, 36-ვე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ისინი არ ადასტურებენ, მსჯავრდებულების ახლობლების განცხადებებს, თითქოს მოშიმშილე პატიმრებს ყურადღებას არავინ აქცევს. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან უვადო პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, უკვე 20-დღეა, რაც მე-8 და მე-6 დაწესებულებებში უვადო პატიმრები შიმშილობენ, რომელთა პროტესტსაც თავადაც ჯერ ამ აქციით უერთდებიან, შემდგომ კი, ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ, შიმშილობას დაიწყებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, როდესაც 2012 წელს საყოველთაო ამნისტია გამოვიდა, ყველა მსჯავრდებულს სასჯელი სულ მცირე ¼-ით მაინც შეუმცირდა, მათ შორის იგივე სახის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებსაც, რა სახის დანაშაულებიც ინკრიმინირებულ უვადო პატიმრებს აქვთ. მათი განმარტებით, უვადო პატიმრებს 80 განჩინებაში სასამართლომ დაუწერა: “ ამნისტიის კანონის თანახმად, ¼-ით შეგიმცირდათ უვადო სასჯელი, მაგრამ გრჩებათ კვლავ უვადო ამნისტიის კანონის უზენაესობით“. უვადო პატიმრების ახლობლების განცხადებით, ეს საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)