|
2016-06-06 14:35:59, 1000 ნახვა
რეგიონი
ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა პირველად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობას აშენებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. გარდა ამისა, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000 -ზე მეტ ტურისტებს მოემსახურება. პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2015 წელს განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)