17:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 11:41:08, 628 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია: თუ ადრე სახელფასო დანამატი 80%-ით განისაზღვრებოდა, ახლა ეს 50 %-მდე შემცირდა

თბილისის მერიის სისტემაში არაფერი არ გაზრდილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ - „გაიზარდა თუ არა მერიაში სახელფასო დანამტები პრემიების არ გაცემის სანაცვლოდ“  განაცხადა.

ნარმანიას თქმით, თბილისის მერიაში რაიმე სახის ცვლილება დანამატების გაცემის შესახებ არ ყოფილა.

„დანამატები პირიქით შემცირდა. თუ ადრე ეს 80 პროცენტიანი დანამატით გაიცემოდა, ახლა 50 პროცენტამდე შემცირდა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ჩვენთან სტაბილური მდგომარეობაა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადააგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics