|
2016-06-04 14:33:15, 1003 ნახვა
ეკონომიკა
დუბლინში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
დუბლინში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოსა (Enterprise Ireland) და ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატის (i-Cham) ერთობლივ ბიზნეს კონფერენციაში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას მიეძღვნა. საქმეთა დროებითმა რწმუნებული კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველო - სანდო ბიზნეს პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაში". გია ზურაბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის არსებულ ხელსაყრელ გარემოზე, ბიზნეს საქმიანობის სიმარტივეზე, მოქნილ საგადასახადო სისტემაზე, კორუფციის დაბალი დონეზე, სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებზე, რაც საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ბიზნესისთვის. მან ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამოხატა მზადყოფნა, შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოში საქმიანობის დაწყების მსურველ ირლანდიელ ბიზნესმენებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის ბიზნეს წრეების, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)