17:41 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:00:35, 973 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვევა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან ანდრეა ჰაგმანთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან საქართველოში ენერგო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტებს ახორციელებს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის და მშენებლობის, ჰიდრო-რესურსების ეფექტური გამოყენების დაგეგმვისა და მცირე და საშუალო ელექტროჰესების მშენებლობაში ფინანსური მხარდაჭერის საკითხში აქტიურად თანამშრომლობს. 

ავსტრიის განვითარების ბანკი ასევე საქართველოს საბანკო სექტორთან ენერგო სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის იაფი სესხების ხელმისაწვდომობის მიმართულებით თანამშრომლობს.

შეხვედრაზე ანდრეა ჰაგმანმა მინისტრს  საქართველოსთან დაკავშრებით ავსტრიის განვითარების ბანკის სამომავლო გეგმები გააცნო.

გასულ წლებში უკვე განხორციელებული 50 მილიონი ინვესტიციის გარდა, ბანკის ხელმძღვანელობის სურვილია  ენერგო-პროექტების დაფინანსება როგორც მცირე ჰესების მშენებლობის, ასევე სხვა ენერგო ეფექტური პროექტების განხორციელების მიმართულებით გააგრძელოს.

მინისტრმა ანდრეა ჰაგმანს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების და მთავრობის ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ასევე  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის პროცესში აღუთქვა.

შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ანდრეა ჰაგმანის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ეწვევა.

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასევე ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics