|
2016-06-03 16:28:47, 1451 ნახვა
მსოფლიო
გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ორივე მხარე ადამიანის უფლებებს არღვევს
აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ორივე მხარე ადამიანის უფლებებს არღვევს, - ამის შესახებ უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ახალ ანგარიშშია ნათქვამი. გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინში კონფლიქტის მიმდინარეობისას 9371 ადამიანი დაიღუპა. “გატაცება, უკანონო და თვითნებური დაკავება, წამება და სასტიკი მოპყრობა როგორც შეიარაღებული დაჯგუფებების, ისე მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვიდრებულ პრაქტიკად კვლავ რჩება", - ნათქვამია ანგარიშში. ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, ხარკოვის უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებაში 15 ადამიანი გაუჩინარდა. ანგარიშშია ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე დაახლოებით 2,7 მილიონი ადამიანი სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას განიცდის. ამასთან, გაერო-ს წარმომადგენლები სექსუალური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობენ. “შეტყობინებების უმეტესობა მეტყველებს, რომ გაუპატიურების მუქარა და სხვა სახის სექსუალირი ძალადობა გამოიყენება სასტიკი მიპყრობისა და წამების მეთოდად ნებაყოფლობითი დაკავებისა ან დაპატიმრების დროს როგორც მამაკაცების, ისე ქალების მიმართ”, - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაუსჯელობა კონფლიქტის ორივე მხარეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. გაერო-ში ასევე შეშფოთებულები არიან მაიდნის მოვლენების გამოძიების მიმდინარეობით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კიევის ცენტრალურ მოედანზე მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ გამოძიებაში პროგრესი არ შეინიშნება, მკვლელობებზე პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)