|
2016-06-03 14:33:43, 1049 ნახვა
რეგიონი
ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი ბოლო გაკვეთილი ჩატარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს ჩქაროსნულ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის წესები, საფრთხეების თავიდან აცილების მეთოდები და ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გააცნეს. ბავშვებს გადაეცათ შესაბამისი თემატური სახელმძღვანელოები, საინფორმაციო მასალები და მაგისტრალზე ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი ამრეკლი საშუალებები. შეხვედრას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გზაზე გადაადგილებისას წესების დაცვისკენ მოუწოდეს. სასწავლო წლის განმავლობაში, საგზაო უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილებს პროექტის "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" ფარგლებში, ჩქაროსნული გზატკეცილის მიმდებარე 15 სკოლის 1300-მდე მოსწავლე დაესწრო. პროექტს "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ახორციელებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)