|
2016-06-03 13:45:51, 1083 ნახვა
რეგიონი
აჭარის განათლების სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასწავლებლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გმობს
აჭარის განათლების სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასწავლებლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გმობს. ამის შესახებ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, სადაც საუბარი შეეხო ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ მასწავლებლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოწოდებას. „2016 წლის 28 მაისს, ქალაქ ბათუმში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში'' მარიამ რამინაშილმა გამართა ტრეინინგი, რომლის თემა იყო მასწავლებელთა პროფესიული გამოცდებისთვის მომზადება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" ასმათ დიასამიძე წინასწარ დაუკავშირდა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს და პირადად მოიწვია ტრენინგზე, რომელიც გაშუქდა მედიის მიერ. ნაციონალური მოძრაობის წევრები ინტერვიუებში აფიქსირებენ, რომ „აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება". მას შემდე, რაც მედიამ დატოვა საკონფერენციო დარბაზი, მონაწილეების განმარტებით, მათ სკაიპით ჩაერთო ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გააცნო პედაგოგებს ნაციონალური მოძრაობის ხედვები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებისათვის და მოუწოდა მათ 2016 წლის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ ნაციონალურ მოძრაობას. სააკაშვილის ჩართვის შემდეგ დარბაზში დამსწრე პედაგოგთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა იქაურობა, რადგან თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად (როგორც შემდეგ თავად განაცხადეს სკოლის დირექტორებთან და სოციალურ ქსელში)“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში. "აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზების მცდელობას. მიუღებელია ასეთი მეთოდით, კერძოდ მოტყუებით, პედაგოგების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი არასამართლებრივი და თაღლითური ქმედებებისგან და ვთხოვთ, შესაბამის ორგანოებს მოახდინონ რეაგირება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)