|
2016-06-02 16:09:58, 1259 ნახვა
რეგიონი
ბრეძა-ატოცის დამაკავშირებელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ბრეძა-ატოცის 6 კმ-ანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გზის მონაკვეთის კაპიტალური მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 596 000 ლარს შეადგენს. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, გზის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე ასფალსაფარის დაგება პირველად ხდება. „ჩვენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტისპირა სოფლებში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და სულ მალე, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გადაადგილებას მაღალი ხარისხის ახალი გზის საშუალებით შეძლებს. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“ – აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)