|
2016-06-02 15:03:17, 1565 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის პარლამენტმა სომხეთის გენოციდი აღიარა
გერმანიის ბუნდესტაგმა სომხეთის გენოციდი აღიარა. როგორც Reuters იტყობინება, გერმანიის პარლამენტში 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა უკვე დასრულებულია. დოკუმენტს მხარი პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს. წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი წავიდა, ერთმა კი, თავი შეიკავა. აღნიშნულ თემაზე დებატების ინიციატორები მმართველი პარტია და "მწვანეთა პარტია" იყვნენ. "ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების განადგურება პირველი მსოფლიო ომის დროს, იყო უდიდესი ისტორიული კატასროფა, რომელმაც წარუშლელი კვალი დაამჩნია სომხეთის ათასწლოვან ისტორიას. სომხების დეპორტაციამ და სხვადასხვა მიზეზით ადამიანების მასობრივმა განადგურებამ, მილიონზე მეტი სომეხის სიცოცხლე იმსხვერპლა. მრავალი დამოუკიდებელი წყარო, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტი და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია 1915 წლის მოვლენებს, სომხების წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში. ოფიციალურ ანკარაში ამ მოვლენებამდე კომენტარი გააკეთეს, რომ თუკი ბუნდესტაგი აღიარებდა სომხეთის გენოციდს, ეს თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობას გააფუჭებდა. ანკარამ, შესაძლოა საკუთარი ელჩი გამოიწვიოს ბერლინიდან. სომხეთის გენოციდი პირველმა ურუგვაიმ აღიარა - 1965 წელს. შემდეგ იყო რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, პოლონეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, კანადა, არგენტინა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. სომხეთის გენოციდი აღიარებული აქვს აშშ-ის 44 შტატს, ევროპარლამენტს და მსოფლიო საეკლესიო კრებას. თურქეთი უარყოფს გენოციდს და აცხადებს, რომ 1915 წელს აღნიშნულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)