|
2016-06-01 18:21:14, 895 ნახვა
სამხედრო
ვაკის პარკში სპორტული ორიენტირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველი ტურნირი გაიმართა
ვაკის პარკში სპორტული ორიენტირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველი ტურნირი გაიმართა. ტურნირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ორიენტირების ეროვნული ფედერაციისა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეების ძირითად ამოცანას რუკითა და კომპასით უცნობი ადგილმდებარეობის გაგნება წარმოადგენდა. შესარჩევი ტურის შედეგად ხუთი ქვეგუნდი გამოავლინეს. ტურნირში მონაწილეებმა სიგელები მიიღეს, წარმატებული ქვეგუნდები კი ახლო მომავალში კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. თავდაცვის უწყებისთვის მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიზანი ახალგაზრდებისა და და ჯარის დაახლოებაა. უწყებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სპორტული ორიენტირის, როგორც სამხედრო გამოყენებითი სპორტის სახეობის განვითარება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაცია 2013 წლიდან თანამშრომლობენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში 2013 წელს წარმატებით იასპარეზეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)