22:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 12:32:45, 711 ნახვა

საზოგადოება
მტკვარში გადამხტარი მამაკაცი ექსტრემალი აღმოჩნდა

რუსთავში, მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა. თუმცა, როგორც გაირკვა, ის მოყვარული ექსტრემალია და მსგავსი სიმაღლიდან რამდენჯერმე გადამხტარა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი  თავს ჯანმრთელად გრძნობს:

 "როგორც გაირკვა, ეს მამაკაცი არის მოყვარული ექსტრემალი და ექსტრემისტები ხომ ხტებიან ხოლმე სიმაღლეებიდან, ამიტომ  გადახტა, თავად ასე ამბობს. არის ჯანმრთელად და ყველაფერი კარგადაა. მამაკაცის თქმით, ასეთი რამ რამდენჯერმე გაუკეთებია, რადგან მოყვარული ექსტრემალი ვარო. ვინაიდან რუსთავში მტკვარში ქალი გადახტა და ეძებენ, რომ დაინახეს მამაკაცი ხტებოდა, ვიღაცამ შეშინებულმა დარეკა სამაშველო სამსახურში. რა თქმა უნდა, საპატრულოც და სამაშველოც მივიდა,მაგრამ როგორც აღვნიშნე, მამაკაცი მოყვარული ექსტრემალი აღმოჩნდა. პირველ შემთხვევასთან, ანუ ქალის გადახტომასთან ამ ამბავს კავშირი არ აქვს",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics