22:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 15:30:24, 643 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მითითებული საგნის შეცვლა 1 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მითითებული საგნის შეცვლა 1 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

ცენტრის ინფორმაციით, ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ. : ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება შეიცვალოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა.შ. ენებზე).

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია წელს 3 ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე, რომელიც 9  თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდა, აბიტურიენტებმა პირადი მონაცემები შეიტანეს, აირჩიეს საგამოცდო ქალაქი და მიუთითეს  ჩასაბარებელი საგნები. წელს, პირველად აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საგამოცდო ბარათები ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდონ.

ცნობისთვის, 2016  წელს გამოცდები ნაწილობრივ  ელექრონული ფორმატით ჩატარდება -  ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics