|
2016-05-30 20:43:04, 1456 ნახვა
სხვადასხვა
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” დაფუძნებიდან 7 წელი გავიდა
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 7 წლის გახდა. "ექსპრესნიუსი" 2009 წლის მაისში დაფუძნდა. დღეს სააგენტო ქვეყანაში წამყვან ონლაინ-მედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, ბიზნეს ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მედია საშუალებები. სანდო, ოპერატიული, ობიექტური, ღირებული ახალი ამბის გავრცელება - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლის შესრულებაც 7 წლის წინ „ექსპრესნიუსის“ ნიუსრუმმა საკუთარ თავს მიზნად დაუსახა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ EPN-ის გუნდის ძალისხმევით ეს მიზანი მიღწეულია. "ექსპრესნიუსის" მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებს. ახალი ამბების სააგენტო დაარსდა 2009 წელს, “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. შეიმუშავა ქცევის სტანდარტები. მოგვიანებით შეუერთდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ივლისში საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “1news.az”-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმინფოსთან”. „ექსპრესნიუსი“ 7 წელია ქართულ მედია სივრცეში სულ უფრო პოპულარულ და სანდო მედია საშუალებად რჩება. სხვადასხვა გამოკითხვებში სააგენტოებს შორის მას ერთ–ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს. დღეს იგი აერთიანებს რამდენიმე მედია საიტს, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო პოპულარული ხდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)