|
2016-05-30 18:09:03, 1186 ნახვა
რეგიონი
„დელტა” კახეთში სეტყვის საწინააღმდეგოდ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 28-29 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „დელტას“ ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 28 მაისისი დილის საათებიდან კახეთის რეგიონში დასავლეთ მიმართულებიდან შემომავალი მასშტაბური ღრუბლის მასები დაფიქსირდა. 27-28 მაისს გორის და დუშეთის რაიონებში მოსული სეტყვის შემდეგ ადგილზე არსებული ნალექის მასები გაძლიერდა და გადაადგილდა აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონის მიმართულებით. „28 მაისს მთელი დღის განამვლობაში კახეთის რეგიონში მოხდა 6 სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის შემოსვლა, რომლებიც 97 ერთეული ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დამუშავდა, აქტიური ზემოქმედების შედეგად განეიტრალდა და წვიმის სახით ჩამოიცალა 1800 კვ.კმ ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბელი. 28 მაის მიმდინარე ატმოსფერული პროცესები გაგრძელდა 29 მაისსაც, მთელი დღის განმავლობაში რეგიონში შემოვიდა 12 სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი, რომელიც დამუშავდა 35 ერთეული რაკეტით, ამან 4470 კვ.კმ ფართობის ღრუბლის ფრონტი გაანეიტრალა. რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით. აღსანიშნავია რომ 28-29 მაისს დამუშავების პროცესი მთლიანად „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით განხორციელდა, რომლის წარმოებაც „დელტამ“ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ნათქვამია „დელტას“ ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)