|
2016-05-27 15:52:54, 849 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს მონაწილეობა იყო. მათივე ინფორმაციით, ტომას მაიერ ჰარტინგმა და ტომას ფონ ჰანდელმა ხაზგასმით აღნიშნეს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა კვლავ გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თემას. მხარეებმა 2016 წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ასევე განიხილეს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის საქმიანობა საქართველოში და მისი ეფექტურობა. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)