|
2016-05-24 12:31:40, 1342 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ
ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება. როგორც ელჩმა განაცხადა, უმნიშვნელოვანესია, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. "შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას. ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიასა და ე.წ. მესაზღვრეეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთმა "მესაზღვრემ" ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია გარდაიცვალა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)