|
2016-05-24 10:54:28, 1198 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თს პუნქტებს მედიკამენტები და სადიაგნოსტიკო საშუალებები გადაეცა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები, გლუკომეტრის აპარატები, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირები და წნევის საზომ აპარატები გადასცა. სამინისტროს ცნობით, მედიკამენტების და სადიაგნოსტიკო საშუალებების გადაცემა „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკამენტებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებები 46 თემის სამედიცინო პუნქტმა, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 39 თემის სამედიცინო პუნქტმა მიიღო. მიმდინარე წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მოსახლეობას, ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით სამედიცინო მომსახურება გაეწია 35 638 სოფლის მცხოვრებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)