|
2016-05-23 17:18:08, 1206 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონო მომსამხურებას პირველად შესთავაზებს. ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე დასრულდა ფუძის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ნულოვანი ციკლის დასრულება. შესრულებული სამუშაოსთვის კომპანიას 1 მლნ 123 ათასი ლარი გადაერიცხა, ხოლო ავანსის სახით კომპანიამ 3 მლნ 325 ათასი ლარი მიიღო. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)