|
2016-05-21 21:10:23, 1344 ნახვა
ეკონომიკა
ყატარის პრინცესა, შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს ყატარის პრინცესას, შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანის შეხვდა. შეიხა აჭარაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის საპატიო სტუმრის რანგში ჩამოვიდა. შეხვედრისას არჩილ ხაბაძე სტუმარს რეგიონის კულტურულ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. შეიჰა ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა და სამომავლოდ ამ კუთხით ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა. ასევე რეგიონის მთავრობას შესთავაზა 2018 წლის ბავშვთა მსოფლიო საფეხბურთო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება. ამისათვის კი მომავალ წელს რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაკოში მიიწვია, სადაც შეიჰა ალთჰანის პატრონაჟით ტრადიციული ყოველწლიური ჩემპიონატი იმართება. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იმართება სპეციალური კენჭისყრა, რის შემდეგაც შეირჩევა მომდევნო საჩემპიონატო ქალაქი, რომელიც შესაძლოა ბათუმი გახდეს. ჩემპიონატის დროს ხდება მოზარდების შერჩევაც, რომლებიც მსოფლიოს ცნობილი საფეხბურთო კლუბების სპორტულ სკოლებში გაიგზავნებიან უფასოდ სასწავლებლად. შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანი არის გაეროს მშვიდობის ელჩი და მისი მისიაა სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობა სპორტულ სახეობებში. შეიჰას ვიზიტს საქართველოში და ბათუმში აშუქებს არაბულ სამყაროში ყველაზე გავლენიანი მედია საშუალება ,,ალ-ჯაზირა'' , რომელიც თან ახლავს პრინცესას. ვიზიტის შემდეგ რამდენიმე მილიონ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა გაიგოს ბათუმის შესახებ, რაც გაზრდის აჭარის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონის ცნობადობის დონეს და დაინტერესებას არაბულ ქვეყნებში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)