|
2016-05-21 12:20:07, 2760 ნახვა
Lifestyle
ლუკა კურტანიძე: გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით, გაეთრეს დროზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, დავით კოღუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ „დროზე უნდა გაეთრეს“. ამის შესახებ კურტანიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. .... კი არ უნდა წავიდეს. .. გაეთრეს დროზე ქართული ოცნებიდან. .. ყველა ჭრილობა ....სისხლის. ..სიკვდილის რაც ერთან ერთად გამოვიარე განმიახლდა. .. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს მის სახლოვეს ვერ იქნება. ... სიმწირის ცრემლები მახრჩობს. .. დავით კოღუაშვილო!!!“, - წერს ლუკა კურტანიზე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის შესახებ ისაუბრა: „მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. ხოლო რაც შეეხება ყოფილ პრემირ-მინისტრს, მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა, ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე", - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)