|
2016-05-21 11:00:09, 1217 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 20 წლის იუბილე მიულოცა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) 20 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ფინანსთა მინისტრმა ფედერაციის როლზე ბუღალტრების და აუდიტორების პროფესიული განვითარების, ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით ისაუბრა. „მინდა მივულოცო საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 20 წლის იუბილე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან ბუღალტრული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მათთან ერთად, ჩვენ რამდენიმე, ძალიან საინტერესო წინადადება მოვამზადეთ. ორგანიზაციას ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც, საჯარო და კერძო აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაში ამ ორგანიზაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ექნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. ცნობისთვის, საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 7000-მდე ფიზიკურ პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას აერთიანებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)