23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 10:45:31, 1417 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა

ვაშინგტონში თეთრ სახლთან სროლა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა უცნობ შეიარღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც ერთ-ერთ შესასვლელთან იარაღით იმუქრებოდა. მამაკაცს ტყვია მუცლის არეში მოხვდა. ის სააავდმყოფოშია გადაყვანილი. 

თვითმხილველების თქმით, ინციდენტის გამო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.

ამასთან, თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმყოფებოდა. სროლის დროს ის უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. 

მედიის ცნობით, მამაკაცი დაახლოებით 20 წლისაა. წინასწარი ინფორმაციით, იგი თეთრი სახლის შესასვლელს იარაღით ხელში მიუახლოვდა. ინციდენტის დროს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მერილენდში გოლფის სათამაშოდ იმყოფებოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მიმდინარე წლის აპრილში, 1 მამაკაცი დააკავეს, რომელიც თეთრ სახლში შეღწევას ცდილობდა. მას ცივი იარაღი აღმოუჩინეს. 2014 წელს მოქალაქემ ავტომანქანით მთავარი კარი გაიტანა და თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეაღწია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics