|
2015-02-25 12:52:00, 3148 ნახვა
სამხედრო
ბრიტანელმა მწვრთნელმა ქართველ სამხედროებს ბოლო მითითებები მისცა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო მოსამსახურე სან-დიეგოს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედროები პროფესიონალურ მომზადებას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდის მწვრთნელთან რიჩარდ ოზბორნთან გადიან. ბრიტანელ მწვრთნელმა, რომელიც საქართველოში სპეციალურად სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩამოვიდა, ქართველ სამხედროებს ბოლო მითითებები მისცა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ მასტერკლასს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დაესწრნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს ქართველი სამხედროების მომზადების დონეზე, შემართებასა და სულისკვეთებაზე. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-12 მარტს აშშ-ში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე სამხედროების მონაწილეობით, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" ("WOUNDED WORRIERS GAMES“) იმართება. ჩემპიონატში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული 10 ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ნატოს არაწევრი ერთადერთი ქვეყნის - საქართველოს დაჭრილი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)