|
2016-05-20 19:33:34, 768 ნახვა
სამხედრო
ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა
ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მიერ დაგეგმილი საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბების ,,დიდგორი -2016“-ისთვის მომზადება იყო, რადგან „დიდგორი-2016“ წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მასშტაბური იქნება. მათივე ინფორმაციით, სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. კურსი 360-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. სწავლების განმავლობაში ბრიგადებმა და ბატალიონებმა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა დახვეწეს, ამაღლდა მომზადების დონე მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულების კუთხით, განხორციელდა მართვის პუნქტების მოქმედებების სტანდარტიზაცია. კურსის მიმდინარეობას დასავლეთ სარდლობის შტაბის ოფიცრებთან ერთად, პირველ ეტაპზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი (CUBIC) თავდაცვის სფეროში მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, ხოლო, მეორე ეტაპზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერთა ჯგუფის წევრები. შემფასებლებმა სწავლების შემდეგი მოქმედების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. საშტაბო-სამეთაურო სწავლება 11 აპრილს დაიწყო და 20 მაისს დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)