|
2016-05-20 13:00:41, 1257 ნახვა
მსოფლიო
კლაას დიკჰოფი: ვიზალიბერალიზაციას, მრავალ სარგებელთან ერთად, რისკებიც ახლავს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ. სხდომას ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრი კლაას დიკჰოფი ხელმძღვანელობს. როგორც დიკჰოფმა აღნიშნა, ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის მოქმედების შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების ინიციატივა წარადგინა, რომელსაც მინისტრები დღეს განიხილვან. მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი მექანიზმის გამოყენება რთულია. ნიდერლანდების წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის ინიციატივაზე შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. “ვიზალიბერალიზაციას, მრავალ სარგებელთან ერთად, რისკებიც ახლავს. ვიზალიბერალიზაცია განკუთვნილია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, თუკი მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის მოხდება, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, რომლის გამოყენებაც ამჟამად საკმაოდ რთულია. ახლა ევროკომისიამ წარადგინა შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დღეს განვიხილავთ. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ იმ შემთხვევაში, თუკი მოვლენები მოულოდნელად, არასწორი მიმართულებით განვითარდება”, - განაცხადა კლაას დიკჰოფმა. როგორც ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების საჭიროება დღის წერსგიში მხოლოდ თურქეთის საკითხის გამო არ დამდგარა. “ეს არის საკითხი, რომელზეც ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრებს ერთიანი პოზიცია აქვს, ჩვენი შეშფოთება ერთსა და იმავე საკითხებს ეხება. ეს ეხება არა მხოლოდ თურქეთს. ეს არის უფრო ფართო მექანიზმი”, - აღნიშნა დიკჰოფმა. ამავე დროს, კლაას დიკჰოფმა არ გამორიცხა, რომ ანკარამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება დათქმულ ვადებში მოასწროს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)