11:47 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 18:37:11, 583 ნახვა

საზოგადოება
„ცხოველებს იტაცებენ, რათა მოკლან“, - ცხოველთა უფლებების დამცველებმა მერიასთან აქცია გამართეს

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორი ცხოველებს იმ ადამიანებისგან იტაცებს, ვინც მათ უვლის.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ცხოველებს იმისათვის იტაცებენ, რათა მოკლან.

''საგანგაშოა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის მხრიდან ადგილი აქვს ცხოველების მოტაცებას, იმ ადამიანებისგან ვინც მათ უვლის. საუბარია იმ ცხოველებზე, რომლებზეც დაიხარჯა ბიუჯეტიდან ფული, მათ ვაქცინაციაზე და აცრაზე. უსაფრთხო ცხოველებად აღიარეს,  შემდეგ კი მოიტაცეს, რათა მოკლან. ეს არის ვანდალიზმი, კანონდარღვევა და ბიუჯეტის ფლანგვა. ნარმანიასგან მივითხოვთ, რომ უზრუნველყოს ამ სამსახურის გამართვა. მივითხოვთ, რომ ჯართელი ცხოველები დააბრუნონ ადგილზე“, - განუცხდა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics