|
2016-05-19 13:53:50, 827 ნახვა
ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „ლიბერთი ბანკს“ რეიტინგი (B+)-მდე გაუზარდა
Fitch Ratings-მა „ლიბერთი ბანკს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) B დან B+ მდე გაუზარდა, ხოლო მოკლე ვადიანი საკრედიტო რეიტინგი B ზე, სტაბილური პროგნოზით დაუდასტურა. FitchRatings-ის განცხადებით, „ლიბერთი ბანკს“ რეიტინგი მომგებიანობის გაუმჯობესების გამო გაეზარდა, რადგან ბანკმა, არასახარბიელო გარემო ფაქტორების მიუხედავად, ადეკვატური კაპიტალიზაციის და აქტივების ხარისხის ჯანსაღი მაჩვენებლების შენარჩუნება შეძლო. ცოტა ხნის წინ, ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული). „ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ბანკის მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებით და მაღალი საზედამხედველო კაპიტალის ბუფერით. სანდო, გლობალური ინსტიტუტის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაზრდა სრულ თანხვედრაშია ბანკის ფინანსურ შედეგებთან“, - აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)