|
2016-05-19 12:15:30, 1085 ნახვა
რეგიონი
ხულოში ეკომიგრანტ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და საქართველოს პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს, ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მიზნით ბენეფიციართა ინფორმირება და კონსულტაცია წარმოადგენდა. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს. პროგრამით გათვალისწინებულია ეკომიგრანტი ოჯახების დაფინანსება, მათ მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას. სამინისტრომ, 70 ეკომიგრანტი ოჯახის პოროგრამაში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტებს მონაცემები უკვე გაუგზავნა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)