11:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 11:01:33, 596 ნახვა

საზოგადოება
FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ ელეს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების მთავარი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

ოთარ დანელია რაიმუნდ ელეს ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კონტროლის ნაწილში სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობის დადებითად შეფასება და სისტემის აღიარება.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

ოთარ დანელიამ პროგრამა „ქართული ჩაის“  შესახებაც ისაუბრა და რაიმუნდ ელეს  ქვეყნის მასშტაბით ჩაის პლანტაციების მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია ხარისხიანი ჩაის წარმოება და საქართველოში იშვიათი ჯიშების შემოტანა-გავრცელება.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics