|
2016-05-18 15:53:50, 850 ნახვა
სამხედრო
თსუ-ში სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი წარადგინეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენა მოეწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე საქართველოში ქართულ ენაზე დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარებასა და ქართულ სამხედრო ტერმინთა ნორმატიული ბაზის დამტკიცების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონის წარდგენას თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს, კერძოდ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ენობრივი ნორმირებასა და სტანდარტიზაციას, თავდაცვის სამინისტროში არსებული სასაქონლო მარაგების რაოდენობრივი უზუსტობების თავიდან ასაცილებლად ერთი ცნების ამსახველი სხვადასხვა ტერმინის დაზუსტებასა და უნიფიკაციას. ღონისძიების დასასრულს დარეჯან თვალთვაძემ ირაკლი უჯმაჯურიძეს ქართულ ტერმინთშემოქმედებაში, კერძოდ, ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის მოწესრიგების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)