|
2016-05-17 15:42:06, 807 ნახვა
სამხედრო
დასავლეთ სარდლობაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს
III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პროცესს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრო. „წელს შეიარაღებულ ძალებში გაიმართება, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება „დიდგორი 2016“ . მიმდინარე სწავლების მიზანია, „დიდგორი 2016“-ისთვის მომზადება, რათა სარდლობის შტაბმა და დაქვემდებარებულმა ქვედანაყოფებმა უკეთ გაიარონ ის პროცედურები, რომელიც აუცილებელია სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციისთვის“,- აღნიშნა დასავლეთ სარდლობის სარდალმა. სამხედრო წვრთნების მიზანი „დიდგორი 2016“-ის სწავლებისთვის ბრიგადების, ბატალიონების და ასეულების შტაბების მომზადებაა. სწავლების ამოცანაა ბრიგადისა და ბატალიონის შტაბებში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა, შტაბების მიერ საშტაბო და კრიზისული ვითარების დროს დაგეგმარების ჩატარება; შტაბების მომზადების დონის ამაღლება მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულებაში; მართვის პუნქტების მოქმედებების შეფასება და სტანდარტიზაცია; რეალურთან მიახლოებულ სცენარში შტაბების მიერ ოპერაციების სინქნორიზაცია და ინტეგრაცია. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის შტაბის, III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფის 360 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებას დასავლეთ სარდლობის შტაბიდან გამოყოფილ დამკვირვებლებთან ერთად აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აკვირდებიან. სამეთურო-საშტაბო სწავლება III ბრიგადის ტერიტორიაზე 20 მაისამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)