|
2016-05-17 14:57:23, 1167 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შშ სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამა ამოქმედდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის 2016 წლის პროგრამა ამოქმედდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 10 მოზარდი ადაპტაციის კურსს სარეაბილიტაციო ცენტრ სანიტასში გადის. დღეს, პროგრმის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელეა სურმანიძე გაეცნენ. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით პროგრამაში ბავშვის ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად. წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს უფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, ერთი კურსი მოიცავს 20 დღეს. მომსახურება ფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში 10 ლარით. პროგრამის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 36,000 ლარს. პროგრამა გათვალისწინებულია 40 ბენეფიციარზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)