|
2016-05-16 17:17:29, 903 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით გერმანიაში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს ექვსი ქვეყნის მონაწილეობით გამართულ თავდაცვით და შეტევით სწავლებას ,,Strong Europe Tank Chalange‘‘ დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გერმანიის ბუნდესვერის ორგანიზებით გაიმართა. გენერალური შტაბის უფროსმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სწავლების ხელმძღვანელებთან და სატანკო სასწავლებლების ინსტრუქტორებთანაც გამართა შეხვედრა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „ტორგელოზე“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ სამხედროებს სერთიფიკატები გადასცა და მათი მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სადაზვერვო ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში გერმანული ქვედანაყოფის მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გენერალური შტაბის უფროსი ბელგიის სამეფოში განაგრძობს ვიზიტს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო კომიტეტების სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ასევე, ორმხრივი შეხვედრები ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტერ პაველთან, ნატოს ტრანსფორმაციის სტრატეგიული სარდლობის სარდალთან, გენერალ მერსიესთან და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, გენერალ სკაპაროტისთან.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)