22:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 21:50:14, 1189 ნახვა

მსოფლიო
ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის ფანკლუბის 14 წევრი მოკლეს

ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის ფანკლუბის 14 წევრი მოკლეს.

ბაღდადში, მადრიდის რეალის ადგილობრივი ფანკლუბის შენობაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები AK-47 ტიპის ავტომატებით შეიჭრნენ და ფანკლუბის წევრებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, 28 კი დაშავდა.

ფანკლუბის პრეზიდენტის ზიად სუბჰანის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ის იყო, რომ ტერორისტების აზრით, ფეხბურთი ანტი-მუსლიმურია.

"ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს წევრები, ფანკლუბის შენობაში AK-47 ტიპის ავტომატებით შემოიჭრნენ და ესროდნენ ყველას, ვინც შენობაში იმყოფებოდა. მათ ფეხბურთი არ მოსწონთ, ისინი თვლიან, რომ ფეხბურთი ანტი-მუსლიმურია. ისინი მსგავს თავდასხმებს ძალიან მარტივად ახორციელებენ. ეს საშინელი ტრაგედიაა", - განაცხადა სუბჰანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics