|
2016-05-13 13:03:54, 876 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი BP-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
„ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) საინვესტიციო პროექტებზე, წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დედლიმ სამუშაო საუზმეზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და კასპიის ზღვაში მდებარე„შაჰ დენიზი 2"-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრიგაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმს" საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ გაზსადენში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. ვისაუბრეთ ისტორიასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მათ, ვინც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან ჩვენ ენთუზიაზმით ვართ განწყობილი ამ მიმართულებით", - განაცხადა ბობ დედლიმ. შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი ბრიტანული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)