|
2016-05-13 11:41:23, 1153 ნახვა
მსოფლიო
სირიაში "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
სირიაში ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი მუსტაფა ამირ ბადრედინი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ინფორმაციას ამის შესახებ თავად დაჯგუფება ადასტურებს. "ჰეზბოლას" ინფორმაციით, ბადრედინი ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმა მიმდინარე კვირის დასაწყისში დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, თუმცა ისრაელის ხელისუფლებას, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 55 წლის მუსტაფა ამირ ბადრედინი "ჰეზბოლას" კონტრდაზვერვის ხელმძღვანელად მიიჩნეოდა. ის რადიკალური შიიტური მოძრაობის მეორე პირი იყო ჰასან ნასრალას შემდეგ. მუსტაფა ბადრედინი იძებნებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სამხედრო დანაშაულებისთვის და 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის ორგანიზებისთვის. ბადრედინი "ჰეზბოლას" წევრი 1982 წლიდან იყო. ის არაერთი მსხვილი ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევა. სირიის კონფლიქტის დროს ბადრედინი სირიაში "ჰეზბოლას" ქვედანაყოფებს მეთაურობდა. "ჰეზბოლა" მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ, მათ შორის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის, ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)