|
2016-05-13 11:35:09, 1251 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ლტოლვილთა ბანაკში 30 ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
თურქეთში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში 30 ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph და თურქული მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, გაზიანტეპის პროვინციის ნიზიპის ბანაკში ძალადობის მსხვერპლი 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები გახდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში 29 წლის ეჭვმიტანილი ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა. ის 2015 წლის სექტემბერში დააკავეს. The Telegraph-ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას ბავშვების მიმართ, სანაცვლოდ კი მათ 0,5-1.5 დოლარს სთავაზობდა. ბრალდებულს 289 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 ბავშვის ოჯახმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა, დანარჩენმა მშობლებმა კი უარი თქვეს სამართალდამცველებისთვის მიმართვაზე, რადგან შიშობენ, რომ ლტოლვილის სტატუსს დაკარგავენ. ცნობისთვის, ნიზიპის ლტოლვილთა ბანაკში 14 000 სირიელი ცხოვრობს. ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც გასულ თვეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)