22:40 - 17 Aug, 2026
|
2016-05-12 09:46:23, 1414 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ცნობისთვის, აფეთქება შიიტებით დასახლებულ უბანში ხალხმრავალ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. მოგვიანებით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის პუნქტებთან თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ღსანიშნავია, რომ ერაყში თავდასხმებს აღნიშნული ექსტრემისტული დაჯგუფება ხშირად ახორციელებს. თუმცა, გუშინდელი ტერაქტების სერია წელს ყველაზე მასშტაბური იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)