22:39 - 17 Aug, 2026
|
2016-05-11 14:25:31, 1150 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადის გარეუბანში აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდადის გარეუბანში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. როგორც სააგენტო Reuters პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აფეთქება მადინატ-ეს-სადრის რაიონში განხორციელდა, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობენ. აფეთქება ბაზრის შესასვლელთან მოხდა. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ერაყის დედაქალაქში თავდასხმები გახშირდა. ბოლო თვეებში მომხდარი აფეთქებების ნაწილზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)