|
2016-05-11 13:09:32, 1289 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოში” გაწევრიანებას გეგმავდნენ
ავსტრალიაში ხუთი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც “ისლამურ სახელწმიფოს” რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედიის ინფორმაციით, მამაკაცები სირიაში ჩასასვლელად ოკეანის ნავით გადაცურვას გეგმავდნენ. სამართალდამცველების თქმით, ხელისუფლებამ დაკავებულების პასპორტები გააუქმა, რომ მათ ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ. მათივე ვარაუდით, მამაკაცები ავსტრალიიდან ინდონეზიის გავლით ფილიპინებამდე მიღწევას გეგმავდნენ, საიდანაც სირიაში გადასვლას აპირებდნენ. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რადიკალი მუსლიმი მქადაგებელი მუსა სერანტონიო, ასევე მისი ძმა ჯუნაიდა ტორნა არიან. ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ავსტრალიის 110 მოქალაქე იბრძვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)