|
2016-05-10 19:01:34, 4641 ნახვა
კულტურა
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ ხვალ გაიხსნება
ხვალ, 11 მაისს, 11:00 საათზე კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ გაიხსნება. მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მერაბ ბერძენიშვილის ინიციატივითა და კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა“ ორგანიზებით ხორციელდება. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართველი ხელოვანებისა და მოქანდაკეების გამოფენით გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. სიმპოზიუმის მიზანს წარმოადგენს ქართველი და უცხოელი ხელოვანების, მოქანდაკეების ერთ სივრცეში ინტეგრირება და თანამედროვე ქანდაკების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა. სიმპოზიუმი წარმართული იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. გაიმართება „ვორქშოპები“, პრეზენტაციების წარდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, ესპანეთი/მარბეა, თურქეთი, ირანი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ხელშეწყობითა და თანადგომით ხორციელდება. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწეებისათვის. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მერი, ხელოვანები: მხატვრები, ექსპერტები, მოქანდაკეები; დიპლომატიური კორპუსი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)