22:39 - 17 Aug, 2026
|
2016-05-10 11:38:57, 1265 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში მამაკაცმა შეძახილის - ”ალაჰ აქბარ” ფონზე ოთხი ადამიანი დაჭრა
მიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა, - ამის შესახებ Süddeutsche Zeitung იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი “ალაჰ აკბარ” ყვიროდა. მედიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებმა დაადასტურეს. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც წარსულში სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა არ ჰქონია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)