11:47 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 18:06:42, 613 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: ნატოს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია

ნატოს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე.

ერთი მხრივ "ჩხავანა კატების" პოზიცია - გვინდა ნატო და არიქა შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო!;

მეორე მხრივ "ვითომ გულწრფელების" დაჩემება - არ გვიღებენ და აღარც რო ვეშვებითო! მაშ საითაო აღარ ამბობენ, მინიშნებით - ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც!;

მესამე მხრივ "პრაგმატები" და მათთან ერთად თავად ნატო - ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშველებელია, ნატოს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია, ფაციფუცის გარეშე!

ყველაზე რთული მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ უკიდურესად დამაზიანებელიც!“, - წერს გია ვოლსკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics