|
2016-05-09 15:05:07, 1282 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ტერორისტებმა მოკლეს
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ცნობილი პაკისტანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ხურამ ზაკი მოკლეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით, ზაკის უცნობმა პირებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის მეგობრებთან ერთად რესტორანში სადილობდა. წინასწარი ინფროპმაციით, 2 პირია დაშაბვებული, ჟურნალისტის მეგობარი და გამვლელი. თავდამსხმელები ადგილიდან მოტოციკლებით მიიმალნენ. ცნობისთვის, ხურამ ზაკი იყო ინტერნეტ-გამოცემის Let Us Build Pakistan-ის რედაქტორი. აღსანიშნავია, რომ გამოცემა კონფესიათაშორის შუღლს გმობდა და დემოკრატიული ღირებულებების პროპაგანდას ეწეოდა. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანთან” დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო. მიზეზად დაჯგუფების წევრები ზაკის მიერ ისლამაბადის წითელი მეჩეთის ერთ-ერთი ღვთისმსახურის, აბდულ აზიზის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ასახელებენ. მედიის ინფორმაციით, ზაკიმ სხვა პაკისტანელ უფლებადამცველებთან ერთად აზიზის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი ღვთისმსახურს შიიტური უმცირესობის წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებებში ადანაშაულებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)