|
2015-01-08 13:01:09, 5696 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციას იწყებს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციას იწყებს. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. დაგეგმილია ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია. პროექტის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილი აღურიცხავი რჩებოდა და ინვენტარიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების ზუსტად აღრიცხვა შესაძლებელი გახდება. "არის სპეციალურად დასწავლული ჯგუფები, რომლებსაც ჰქვიათ მობილური ჯგუფები და აქვთ სპეციალური ცოდნები და უნარ-ჩვევები, არის გაწერილი სპეციალური პროცესი და პროცედურა, რომლის მიხედვითაც, ისინი მიდიან უკეთებენ ქონებას იდენტიფიცირებას. შესაბამისად, შემდეგ უკვე მოწმდება ყველა შესაძლო ბაზაში, რომელ ბაზაშიც შეიძლება რამე ინფორმაცია ვინმე მესაკუთრეზე არსებობდეს. ეს არის დონორი ორგანიზაციების მიერ თავის დროზე შედგენილი ბაზები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხდება გადამოწმება, სპეციალური ფირნიშის გამოკვრა, სადაც ეწერება, რომ თითოეული ქონების რეგისტრაცია ხდება სახელმწიფო საკუთრებად და ა.შ. ამის შემდეგ უკვე ვახდენთ სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას",-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი 2013 წელს დაიწყეს. საერთო ჯამში, თბილისის 15 რაიონი და გარდაბანის მუნიციპალიტეტის ნაწილი აღიწერა.ქუმსიშვილის ინფორმაციით, შედეგად, თბილისში 625, ხოლო გარდაბანში 122 აღურიცხავი სახელმწიფო ობიექტი გამოვლინდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)