|
2016-05-07 17:22:43, 1257 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. ელისაშვილი დღეს „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით დააკავეს. „იმ ერთ კაცს, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველო არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და შეუძლია ქვეყანას თავზე დააჯდეს და ყველაფერი განკარგოს, უნდა შევაგნებინოთ, რომ ამ ქვეყანაში სხვებიც ვცხოვრობთ და არ შეიძლება როგორი ხუშტურიც გაქვს, ისე მოიქცე. შევაგნებინებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ტერიტორია, რომელიც ეშმაკურად და მაქინაციებით ჩაიგდო ხელში, დაუბრუნოს უკან ქალაქს. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რამდენჯერაც არ უნდა დამიჭირონ. ეს ტერიტორია ქალაქს უკან დაუბრუნდება და ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწევს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი, სადაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააკისრებს თუ არა მას ადმინისტრაციულ სანქციას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)