|
2016-05-07 13:28:26, 1277 ნახვა
რეგიონი
ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო. „სამუშაოების დასრულების შემდეგ, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება. სოფელი ხაშმის წყალუზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნიკალური ჯიშის ყურძენი - ხაშმის საფერავი მოდის. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხებში დასრულდება“, - აცხადებენ სამინისტროში. მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს. სამინისტროს ცნობით, 2012 წლიდან კახეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)