22:00 - 17 Aug, 2026
|
2016-05-06 16:38:49, 1360 ნახვა
მსოფლიო
თურქული მედია: "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი კილისი ისევ დაბომბა
თურქეთის ქალაქ ქილისის მისამართით სირიის ტერიტორიიდან კვლავ ცეცხლი გახსნეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება. მედიის ინფორმაციით, ქალაქ ქილისში ორი ჭურვი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. როგორც Hurriyet წერს, სარაკეტო დარტყმები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში სირიიდან გახსნილ ცეცხლს თურქეთის ქალაქ ქილისში 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)